თურქეთმა რუსულ თვითმფრინავებს, რომლებიც სირიაში მიფრინავდნენ, ცა ჩაუკეტა

თურქეთმა რუსულ სამოქალაქო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიაში მიფრინავდნენ, ცა ჩაუკეტა. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. 

„ჩვენ დავხურეთ საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და სირიაში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავებისთვისაც კი. სამი თვის განმავლობაში ვაძლევდით ნებართვას. მათ ჰქონდათ ნებართვა აპრილამდე” – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.