“მინდა, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, მწვავედ იყოს ჩემს პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებული, თუნდაც პირადად ჩემთან, ვუთხრა რომ, არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი. შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად, რადგან როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. ვიდრე ეს არ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს ერთადერთი, ვინც საპატიმროებში შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და კვლავ მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ. სახელმწიფო კი თავის ვალდებულებებს, რა თქმა უნდა, შეასრულებს”
ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.