ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ბოკერია N1 გოიმია. მისი თქმით, ,”თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო”.
“გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში უნდა ეცადოს, იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ამიტომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, რომ თავი ნომერ პირველ გოიმად ჩავთვალო”, — თქვა ბოკერიამ.
დღეს კობახიძემ ოპოზიციას კიდევ ერთხელ უწოდა ,,გოიმები” და თქვა, რომ საზოგადოება ამ ,,გოიმობისთვის” პასუხს გასცემს მათ.