თუ კიევს ურანიან ჭურვებს მიაწვდიან, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს გადმოიტანს – ლუკაშენკო

თუ კიევს ურანიან ჭურვებს მიაწვდიან, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს გადმოიტანს – აცხადებს ამის შესახებ, ბელარუსიის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო.

“რუსეთი ჩვენ მოგვაწვდის საბრძოლო მასალას ნამდვილი ურანით… თუ ის გადარეულები ამ პროცესს ბიძგს მისცემენ”. – თქვა ლუკაშენკომ და აღნიშნავს, რომ უკრაინა თუ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს რუსების წინააღმდეგ გამოიყენებს, რუსეთის პასუხი საშინელი იქნება.

“როგორც კი ეს საბრძოლო მასალები რუსი სამხედროების პოზიციებზე აფეთქდება, ნახავთ: პასუხი შემზარავი იქნება, მთელი პლანეტისთვის გაკვეთილი იქნება”. – თქვა ლუკაშენკომ.