“მთელი ეს დრო იძახდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს… არ მჯერა ბევრი რამე, ბევრი რამე შეუსაბამოა ერთმანეთთან… თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი. მაჩვენე რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და მანდ გადავწყვეტ, ნიკა გვარამის პროპაგანდით კი არა, ჩემით გადავწყვეტ [შიმშილობს თუ არა].
ეს ადამიანი ხო თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავისი თავისუფალი ნებით, თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მე შეიძლება, სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მორალურად ვკითხულობ – მომეთხოვება? მაინტერესებს.
80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. აი, ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე უფრო მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე”
ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე პალიტრანიუსის ეთერში.