“ჩემი აზრით, რუსეთმა საქართველოს უკვე “მიხედა”. თითქმის. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.
თუ გჯერათ, იმ ვერსიის, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მის მოწამვლის სპეცოპერაცია, და ღმერთმა დაიფაროს, თუ ის ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულად დისკრედიტირებული იქნება. ყველა თავისი ვალდებულებით.
და ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან ხელახალი დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან ხელახლა დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული და ის არის ბერკეტები. ვიცი რომ აფხაზეთში ისინი აგრძელებენ, სოფლის სოფელზე “შეჭმას” . რუსი სამხედროების ბოლო მოძრაობა ამ ზაფხულს დაფიქსირდა. ეს არის საქართველოს ხელმძღვანელობაზე ზეწოლის ინსტრუმენტი”,
განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა.