“სკანდალს მოწყურებული მედიასივრცე ამას წარმოადგენს, როგორც უბედურებას, მაგრამ ერთი იცოდეთ, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, კონკრეტულ თემაზე ან კონკრეტულ განმარტებაზე ორ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჰქონდეს განსხვავებული აზრი. თუ საჭირო იქნება მიმოწერის გასაჯაროება, რასაკვირველია, ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდან სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც თავისთვის მუშაობს, ან თავისთვის არსებობს. ყველაფერი ეკუთვნის ხალხს, მათ შორის, ინფორმაცია”

მმართველი გუნდის დეპუტატი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუ საჭირო იქნება უნდა  გასაჯაროვდეს შიდა მიმოწერა, სადაც დასტურდება, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას “ოცნებამ” შესთავაზა.