თუ უკრაინა მართლა გაღელვებთ – იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება დამატებითი იარაღები. მან მოკავშირეებს დამატებითი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდა.

„თუ ნამდვილად გაღელვებთ უკრაინა: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი.

არტილერიის, ერთდოულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემების გარეშე ჩვენ მათ უკან ვერ დავხევთ. თუ ნამდვილად ღელავთ უკრაინაზე, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია შეძლოს, გამოგვიგზავნეთ ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემები, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.