იგრძნობა ლობისტების ხელი – მათიკაშვილი ტუსკის და კარპენტერის განცხადებებზე

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით , დონალდ ტუსკისა და მაიკლ კარპენტერის განცხადებაში ლობისტების ხელი იგრძნობა.

„იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციიის ანალიზი. საქართველო არის ქვეყანა, განაწილებულია სასამართლო, ხელისუფლებას გააჩნია თავისი უშუალო მიმართულება და მასში ,რა თქმა უნდა, ვერ ჩაერევა ხელისუფლების სხვა მხარე”, – ამბობს მათიკაშვილი.

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი პარტია შეშფოთებულია, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. ტუსკი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.