”ამას წინათ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ ყოველთვის. რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ძვირფასი მეგობრები, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ამის თქმის საშუალებას და უფლებას მაძლევს ის თქვენი გაუგონარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით.”

ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში.