საქართველო ახლა კარგავს შესაძლებლობებს მმართველი პარტიის ქმედებების გამო. ჩვენ, ევროკავშირს, გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, მეტად დავეხმაროთ ქართველ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ, ევროკავშირის ამ სურვილის ხელის შემშლელი ფაქტორი არსებული ხელისუფლებაა. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს შეუძლია იყოს მოწინავე, მაგრამ ის არ არის, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა მოლაპარაკებების, ყველა დიალოგის შეჩერება, გააჩერა პროცესი და აშორებს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის გზას.

ვხედავთ მოლდოვას, ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე მეტი შანსი არ ჰქონდა, ქვეყანა, რომელიც საქართველომდე გახდა კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა სრული უმრავლესობის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გახსნაზე. მოლაპარაკებები გაიხსნა და ზოგიერთ კლასტერში დიდი წარმატებებიც არის მიღწეული, საქართველოსაც შეეძლო ეს, პოლიტიკოსებს რომ პასუხისმგებლობით ემოქმედათ. მაგრამ ახლა საქართველო მოლდოვაზე უკანაა ბევრი ნაბიჯით, რადგან მოლდოვას ხელისუფლება ატარებს რეფორმებს, ასრულებს დანაპირებს და პატივს სცემს გაცემულ პირობებს. საქართველოში კი საპირისპიროს ვხედავთ, ამიტომაც არის, რომ კარგავენ მხარდაჭერას და ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავთ. იზოლაციას ყოველთვის მოაქვს სიღარიბე. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად განვითარდებიან, ვიდრე საქართველო, ვიდრე იქ ევროინტეგრაციაზე ვითარება უცვლელი იქნება.

ამბობს ევროპარლამენტარი ზიგფრიდ მურესანი.