მმართველი პარტიის, თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შარლ მიშელის გარდა, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება. ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მანქაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„მე არ ვიცი ვისთან არის დაგეგმილი. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა“,- აცხადებს მიქანაძე.