“შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში !”- ასე ეხმაურება “ქრონიკს+”- ის რედაქტორი ელისო კილაძე შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დაკავებული 17 პირიდან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 5 პირის მიმართ დაიწყო.
“როგორც მოსალოდნელი იყო,შაქარას მკვლელობის საქმეზე ბრალი მხოლოდ ქამრის მგზავრებს დაუმძიმდათ,ჩაირბინა,გაეკიდნენ,სცემეს,წყალში გადააგდეს ვერსიით!
ნიკა ჟვანიას უშველა ასკანელმა ძმამ,ნათლია გოჩამ !
შეიცვლება ხელისუფლება და ირაკლი შოთაძით დაწყებული ,მირიან ნიკოლაძით დამთავრებული ყველა გამყალბებელი წავა ციხეში !”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.