ის დღეს ბელარუსშია – ლუკაშენკო პრიგოჟინზე

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაცია “ვაგნერის”  დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბალარუსში დღეს, 27 ივნისს ჩავიდა და ის ახლა ქვეყანაშია.

“უსაფრთხოების გარანტიები, როგორც პუტინი მას გუშინ დაპირდა, უზრუნველყოფილია. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავით დაფრინავს. დიახ, ნამდვილად, ის დღეს ბელარუსშია”. – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც BBC, ბელარუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს,  პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე მინსკის მახლობლად დაეშვა.

ამას გარდა, ლუკაშენკომ დაუშვა ვაგნერის მებრძოლების ბელარუსის არმიაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

“როგორც [ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ] ხრენინმა მითხრა, ასეთი ქვედანაყოფი არმიაში ცუდი არ იქნებოდაო. მე თანახმა ვარ. ესაუბრეთ მათ”. – თქვა ლუკაშენკომ.