იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არაა – It’s not our cup of tea – ვოლსკი ჟურნალისტს

ქართული ოცნების დეპუტატი ტვ პირველის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნალისტს პასუხობს, რომ ეს მათი “სფერო არაა”.

“პროკურატურის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სასამართლოს მიერ დაშვებული, ასე რომ, აი აქ იურიდიული კაზუისტიკა ჩემი და თქვენი სფერო არაა, “It’s not our cup of tea” – როგორც ამერიკელები ამბობენ”,– თქვა ვოლსკიმ.

სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.

ტელევიზიის დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურას მოუწოდებ, არ გაბედონ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს ტელევიზიაში არ შეუშვებენ.

მმართველ გუნდში და პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ.