არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა! – ვატო წერეთელი

“არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!”,– ასე ეხმიანება ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. მოსამართლე კლდიაშვილის განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურა ითხოვს კონვერტის ან სხვა შეფუთვის ამოღებას, რომელშიც ელექტრონული მოწყობილება იყო მოთავსებული, მასზე კი ფარული აუდიოჩანაწერები იყო ჩაწერილი.

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე გავიდნენ წყაროზე. ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი”,– ამბობს ნოდარ მელაძე.