“რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვერ განვაახლებდით რეისებს საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად. რა არის ამაში უჩვეულო?
მე არ ვიცი, იყო თუ არა წინასწარი მოლაპარაკებები, მაგრამ შეთანხმება იყო. ჩვენთან არის “როსავიაცია”, თქვენთანაც არის შესაბამისი სტრუქტურები.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, არის შანსი და ნაბიჯი დადებითი მიმართულებით. მაგალითად, ავიამიმოსვლის შეჩერება იყო ნაბიჯი, რომელმაც გააუარესა ურთიერთობები, ახლა კი როგორ წავა საქმე, ამას დრო გვიჩვენებს.”
რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ტელეკომპანია “მთავარ არხთან” სატელეფონოს საუბარში ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები პირდაპირ ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა.