“გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ”- თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
,,მე ორშაბათს ვაპირებ ტესტის ჩაბარებას, ამ მიმართულებით პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვნია – „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“, არ ვიცი რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ წარმოადგინონ ნარკოლოგიურიდან ცნობა, შესაბამისად, არ ვიცი რატომ არ აქვთ ეს მერობის კანდიდატებს. გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.