კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია.

“ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”, – თქვა მან კონფერენციაზე, რომელზეც 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.