კომენტარის გაკეთება აბსოლუტურად არარელევანტურია – კობახიძე 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნაზე

“კომენტარის გაკეთება აბსოლუტურად არარელევანტურია ” – ასე ეხმაურება, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინული მხარის მიერ 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას.

“ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არის აბსოლუტურად არარელევანტური. ჩვენ მანამდეც გვახსოვს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, შესაბამისად აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით, სიახლე არაფერია ამაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი და ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. აბსურდია” – აცხადებს კობახიძე.