მინდა, ყურადღება მივაქციო ვენეციის კომისიის უპრეცედენტო დასკვნას, რომელმაც ცალსახად გვითხრა ჩვენ მარტივი რამ, რომ სანამ ეს უმრავლესობა მართავს საქართველოს და სანამ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა: სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, დეოლიგრაქიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება და შესაბამისად, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება.

სწორედ ამიტომ არის, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლების შეცვლის გარეშე ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება.

განაცხადა პარლამენტში, ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რითიც გამოეხმაურა დეოლიგარქიზაციის კანონპროეტქზე ვენციის კომისიის დასკვნას.