კონგრესის კომიტეტმა კაპიტოლიუმის შტურმის გამო ტრამპის სისხლის სამართლებრივი დევნის რეკომენდაცია გასცა

კონგრესის კომიტეტი, რომელმაც  2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა გამოიძია, რეკომენდაციას უწევს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენონ ოთხ პუნქტში, განაცხადა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა დემოკრატი ჯეიმი რასკინმა.

კომიტეტის წევრების თქმით, ექსპრეზიდენტს ბრალი უნდა წაუყენონ სამსახურებრივი პროცედურების შეფერხების, ფედერალური ხელისუფლების მოტყუების, ცრუ ჩვენების მიცემის,შეთქმულების და შეიარაღებული აჯანყების მუხლებით.

რეკომენდაცია მიმართულია იუსტიციის სამინისტროსადმი და არ არის სავალდებულო: სისხლისსამართლებრივი დევნა აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და არა კანონმდებლების.

„ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არ არის ისეთი, სადაც პაიკები ციხეში მიდიან და ლიდერები ათავისუფლებენ“, – თქვა კონგრესმენმა რასკინმა.

კომიტეტი თავის მუშაობას ასრულებს; იანვრიდან რესპუბლიკელებს პალატაში უმრავლესობა ექნებათ და სავარაუდოდ მას გააუქმებენ.

რესპუბლიკური პარტიათვლიდა 6 იანვრის კომიტეტს დემოკრატების პარტიული ინტერესების ინსტრუმენტად თავიდანვე; რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რესპუბლიკური ჯგუფის წევრების უმეტესობამ უარი თქვა მის საქმიანობაში მონაწილეობაზე.