პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტურ საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, ”ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
“სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე).” – ნათქვამია მის Facebook პოსტში.
გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა გამოძიება, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.














