კრეისერი МОСКВА სერიოზულად დაზიანდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა.

“სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალა. ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”,– აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერს 2 რაკეტა მოარტყეს. ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ხომალდი იწვის. მისი ინფორმაციით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.