დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც რკინის კონსტრუქცია დაეცა

დიდუბეში გარდაიცვალა სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც რკინის კონსტრუქციები გადაჰქონდა. თვითმხილველების ინფორმაცით,  დამუხრუჭების შედეგად მანქანაზე დატვირთული რკინის მასალა მანქანიდან გადმოცვივდა და მძღოლის კაბინას დაეცა.

შსს-ს ინფორმაციით მანქანაში 1 ადამიანი იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მაშველები მივიდნენ, რომლებმაც სატვირთოს მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომო გარდაცვლილი მამაკაცი 35 წლის იყო

გარდაცვლილის ახლობელმა მედიას უთხრა, რომ ის შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

“პატრულმა დაგვირეკა და გაგვაგებინა. ვიცნობდი, უბრალოდ. გარდაიცვალა 35 წლის საოცარი ადამიანი, სხვა არაფერი ვიცი.

მუშაობდა და კომპანიამ გაუშვა – რეისს ასრულებდა. როგორც ჩანს, ძლიერი მუხრუჭის ფონზე მოხდა – გამოძიება იტყვის”, – განაცხადა გარდაცვლილი მძღოლის ნაცნობმა ქალმა.