კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვის ზუსტი ადგილი ნაპოვნია – გერაშენკო

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვის ზუსტი ადგილი ნაპოვნია. ამის შესახებ ის Telegram-ის არხზე წერს.

“ჩვენი წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის სარადარო თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათზე ხედავთ ნამდვილ ადგილს, სადაც განისვენებს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ჩვენი ინჟინრების გამარჯვების მტკიცებულება. სამხედრო – კრეისერი “მოსკვა”. ზუსტი მდებარეობა განისაზღვრა სატელიტური რადარით, რომელიც ეფუძნება ზღვის დაბინძურების ანალიზს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით – საწვავი და ზეთები, რომლებიც ფარავზენ ზღვის ზედაპირს ჩამოვარდნის ადგილის ზემოთ. კოსმოსური რადარი კი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ კრეისერი Moskva-ს სილუეტი, რომელიც სამუდამოდ ისვენებს 40-45 მეტრის სიღრმეზე.” – წერს გერაშენკო ტელეგრამზე.

ცნობისთვის, უკრაინამ კრეისერი “მოსკვა” საკუთარ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. კრეისერი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელებმა, 13 აპრილს ჩაძირეს. კრეისერს უკრაინელებმა ორი რაკეტა მოარტყეს. თუმცა რუსეთი აცხადებდა, რომ ხომალდი ბუქსირებისას “საბრძოლო მასალის” აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა. ეს ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.