“მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ. უფრო ფართო გაგებით, მისი სიტყვები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით”

ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება ლავროვის განცხადებას, რომელმაც ზელენსკიზე საუბრისას თქვა, რომ ნაციზმს მისი ებრაული სისხლი არ გამორიცხავს, რადგან “ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა”. ეს კომენტარი დაგმეს ისრაელში და რუსეთის ელჩი გამოიძახეს.