“უპატიებელი კომენტარია” – ისრაელში ლავროვის განცხადების გამო რუსეთის ელჩი დაიბარეს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგმო სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადება იმის შესახებ,  რომ “ადოლფ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა“ და  “ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები ებრაელები არინ”.

ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვი განმარტებებისთვის დაიბარეს.

“ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს.

ებრაელები ჰოლოკოსტში თავებს არ იხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის ანტისემიტიზმში თავად ებრაელების დადანაშაულება”,- უპასუხა ლაპიდმა ლავროვს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას თქვა, რომ ნაციზმს მისი ებრაული სისხლი არ გამორიცხავს, რადგან “ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა”.