“მასაც ჰქონდა ებრაული სისხლი” – ლავროვი ზელენსკის ჰიტლერს ადარებს

რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიტლერს შეადარა და კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ნაციზმში.

მას ინტერვიუსას შეახსენეს ზელენსკის მოსაზრება, რომ “დენაციფიკაცია უაზროა”, რადგან ისიც ებრაელია.

ლავროვის თქმით, “ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები ებრაელები არიან”.

“ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას უარყოფს ან არ უარყოფს პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. მას აქვს “შვიდი პარასკევი კვირაში”, როგორც იტყვიან. ერთი დღის განმავლობაში მას შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს პოზიცია.

[…] ის აყენებს არგუმენტს: ნაციზმი როგორ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. “ოჯახს ჰყავს თავისი შავი ცხვარი”, როგორც იტყვიან”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.