ლარი დოლართან 12.5 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 7.7 თეთრით

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 12.47 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით 7.67 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6802 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.