ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 3, ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.
1 დოლარის ყიდვა 2.67 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კურსი 2.64 იყო.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.86 ღირს, გუშინ 2.82 ღირდა.
ცნობისთვის, ლარის გაუფასურება გუშინ მას შემდეგ დაიწყო რაც ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა.
დღეს, 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს.
თანამდებობა დატოვა, გიორგი ბაქრაძემაც, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.