ლარი დოლართან 4.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 5.72 თეთრით.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.
რუსული კანონის მესამე მოსმენის შემდეგ ანუ 24 საათში, ლარი დოლართან 5.29 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 6.85 თეთრით.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.