“ლეიბორისტულ პარტიას” თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

ლეიბორისტული პარტია თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატებს დააყენებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მხარს არ დაუჭერენ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას.

“ეს ორი კანდიდატურა იქნება ისეთი, მეგობრებო, რომ ჯიბეში ჩაისვამენ ნებისმიერ ოპონენტს ხელისუფლებიდანაც და არახელისუფლებიდანაც. ნიკას მე პატივს ვცემ, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ხანდახან ოჯახის წევრებიც კი გარკვეულ დისტანცირებას აკეთებენ. ნიკა რესპუბლიკური მასშტაბის ლიდერია, ამიტომ მას უნდა ეფიქრა უფრო მასშტაბურ პრობლემებზე და მერად არ უნდა ეყარა კენჭი”,– თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს რამდენიმე დღეში წარადგენენ.

არსებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატად ლეიბორისტულმა პარტიამ, შესაძლოა, ლაშა ჩხარტიშვილი დაასახელოს.