მაგთიკომის განცხადება

2021 წლის 15 ივნისს მაგთიკომმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ასახული იყო მაგთიკომის საჯარო განცხადებები -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე.

აღნიშნულმა ღია წერილმა ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაგვიკავშირდნენ და გვიკავშირდებიან პარლამენტის წევრები, ფრაქციები, პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია როდის გაიმართება კომუნიკაციების კომისიის 2019 და 2020 წლების ანგარიშების განხილვა/მოსმენა საქართველოს პარლამენტში და ვინაიდან ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის განხილვისას დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიცია, დაპირებისამებრ ვიწყებთ საჯარო სივრცეში კონკრეტული ფაქტების თემატურ წარმოჩენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურ ქმედებებზე, კერძოდ, მსოფლიოში ათი საუკეთესო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ის, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხები, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე:

https://www.magticom.ge/ka/deloitte

https://www.magticom.ge/ka/kpmg

https://www.magticom.ge/ka/bdoandkalba

https://www.magticom.ge/ka/rsm

https://www.magticom.ge/ka/nexiata

https://www.magticom.ge/ka/grantthornton

კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეული მობილური აბონენტიდან საშუალო თვიური შემოსავალი 8.6 ლარია! რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამავე დროს, სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა…

შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის ეკონომიკა, უსაფრთხოება  და ყველაფერი ის, რაც აქამდე შექმნილა? აქედან გამომდინარე ჩნდება გონივრული ეჭვი ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება ან კომუნიკაციების კომისია ხომ არ არის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მხარე? მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებაა იყოს დარგის ნეიტრალური არბიტრი.

ვებ გვერდი – https://www.magticom.ge/ka/statement

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" - ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ...

ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

" ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების...

რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

"რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი...

ენმ ითხოვს, დმანისის ინციდენტის გამო, “ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის...

შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და...

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ – ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე

''სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ"- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში...

ზვიადაძემ ჩუბინიძეს სთხოვა, კანონიერი ქურდი ქვეყანაში 10 დღით შემოეშვა – ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო...

ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...