მახარაძისა და ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სამართლებრივი დევნა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს.

საქმე ეხება 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც ჰომოფობიურმა, პროროსულმა ჯგუფებმა ათობით ჟურნალისტზე იძალადეს. მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

“მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადორბივ მოვლენებამდე ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას, თბილისის პრაიდი მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ, ძალადობრივი მოწოდებები, ასევე, მისი მხრიდან ისმოდა ჟურნალისტთა მისამართითა.

ამავე პირბემა სატელევიზიო ეტერით გაავრცელეს ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება იქნებოდა 5 ივლისს ძალადობა. სახალხო დამცველის წინადადაებაში დასაბუთებულაი, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე არა მარტო აანონსებდა ძალადობას, არამედ 5 ივლისს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანას და სირცხვილიასა და პრაიდის ოფისების დარბევის მიზნით, სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებიტ მიმართ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდო ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითიც იმ ვითარებაში გასცდა ის გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედება ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა პირდაპირ და არსებით საქმეს”, — განაცხადა ომბუდსმენმა.