მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო–ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომღერალ და მსახიობ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

“ვახტანგ კიკაბიძე.

მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო.

დიდი ხალხის დიდი ადამიანი. ლეგენდა, რომელზეც ყველა ვაკეთებდით სწორებას.

ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს.“–წერს ზელენსკი