„რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, ვისი ჭირ-ვარამიც, წუწუნი და ვერ შეუგუებლობა ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებზე მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე და მოაწერს ხელს მანიფესტს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროისთვის საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას საკუთარი პოზიციებით.

ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს, თუ დაინტერესდება, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მას შემდეგ თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას [მანიფესტზე]. შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. მობრძანდეს, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, დიდი ხანია გარიცხულია. თუ იურიდიულად დააინტერესებს, „მგლის ბილეთი“, მოგვწერს და გავცემთ პასუხს არის თუ არა წევრი”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.