მესტიაში სამმა პირმა სცემა პოლიციელი, რომელმაც კომენდანტის საათის დროს ისინი გააჩერა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, პოლიციელი სცემეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველმა კომენდანტის საათის დროს გააჩერა მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რასაც მასზე ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა. პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის დაკავებულია 3 პირი – ძმები და მათი ბიძა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.