მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონით დაფინანსდა – “ფლანგვის დეტექტორი”

მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონით დაფინანსდა, რომლის  47% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა – ინფორამციას ამის შესახებ, ”ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“2022 წლის მონაცემებით აკადემიას საერთო ჯამში 78 წევრი ყავდა, მათგან 64 აკადემიკოსი, ხოლო 14 წევრი- კორესპონდენტი. კანონის თანახმად აკადემიის წევრი აკადემიკოსების თვიური პენსია მინიმუმ 1,600 ლარია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო წევრ-კორესპოდენტების მინიმუმ 1,000 ლარი.

www.resurchify.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი “მოამბე”-ს საერთო სამეცნიერო რეიტინგი 18,830-ია, ხოლო SJR-ის თანახმად ამ ჟურნალის სამეცნიერო გავლენა 0.194-ითაა შეფასებული.

შედარებისთვის, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს სიახლეები გეოლოგიასა და ტექნიკურ მეცნიერებაზე საერთო რეიტინგში 12,224-ე ადგილი უკავია, ხოლო SJR-ის რეიტინგში 0.394 ქულა აქვს.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის “მათემატიკისა და მექანიზმის ინსტიტუტის” ჟურნალის საერთო რეიტინგი 9,677-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 0.518-ია.

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის საერთო რეიტინგი 361-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 4.184.” –წერს “ფლანგვის დეტექტორი”. 

ცნობისთვის,  მიმდინარე წლის 7 ივნისს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი გახდა, რომელიც 2013 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.