”მე არ მეკარება, ვფიქრობ ვაქცინაზე, მაგრამ კარგი არცერთია” – ეს სიტყვები, კორონავირუსით გარდაცვლილმა 20 წლის ფეხბურთელმა, ვახო ჩარკვიანმა, მეგობარს ინფიცირებამდე მიწერა. მიმოწერის ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობარმა გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, გუშინ 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს გუნდი „ვიტ ჯორჯია 2“ – ში თამაშობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ვაჟია.