მე და ალეკო რომ პარლამენტში შევიდეთ, ეს ოპოზიციის შესვლად არ ჩაითვლება – იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ მხოლოდ 2 კაცი, ის და ალეკო ელისაშვილი შევლენ პარლამენტში, ეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლად არ ჩაითვლება.

“მე და ალეკო რომ 2 კაცი პარლამენტში შევიდეთ, ეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლად ჩაითვლება? არ ჩაითვლება. ხომ იძახიან, რომ “უნდათ, გაუპრავონ” და რაღაცა… 2 კაცი რომ შევიდეთ, ეს იქნება მიღებული საერთაშორისო არენაზე რომ ოპოზიციაში შევიდა?! მე ვიცი ნაციონალურ მოძრაობაშიც და სხვა პარტიებშიც რას ფიქრობენ, ყველა არის შეთანხმების მომხრე”,- ამბობს იოსელიანი მთავარი არხის ეთერში.

ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა და თქვა, რომ საარჩევნო რეფორმა მოწონთ.

“ადამიანებმა, ვისაც უნდათ შეთანხმება, გამოვიდნენ და საჯაროდ ილაპარაკონ ამაზე. შიგნით რომ ამბობენ, მე მომწონს ეს საარჩევნო რეფორმის ცვლილებებიო, ეყოთ გამბედაობა და ამაზე გარეთაც ილაპარაკონ”,– აცხადებს ლევან იოსელიანი.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა. ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან და გარანტიებს მიიღებს, ის პარლამენტში შევა.