“მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ). ყოველ დღე მოდის ექიმი. ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე. ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს, ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე არაფერი არ მაწუხებს და განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი. აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ, არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში.

როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე, შანსი არაა. შიმშილის ერთერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოვუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებსა და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ”

წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. ის საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.