“მზად ვარ, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო”- ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოში შემოიტანენ, პირველად მან გაიკეთოს.
“იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, ურწმუნოთა დასანახებლად კი არა მარტო, არამედ ნდობის ასამაღლებლად, იმ ასაკობრივი ჯგუფებიდან, პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის წინ მყოფი ადამიანები, მერე ასაკობრივი ცენზი და ასე… ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მე მაგალითად მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტის, საკანონმდებლო სივრცის, საჯაროდ, ყველას დასანახად, ეს ვაქცინა გავიკეთო. ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის, საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენისა ადამიანის რწმენაზე, იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ გავიკეთოთ ეს, რომ ადამიანებს მივცეთ კიდევ ერთხელ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. ამიტომ მე მადლობელი ვიქნები”, – განაცხადა ლადო კახაძემ.