მთავრობა იზრუნებს, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი – გახარია

პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა დღეს მიიღებს დადგენილებას, რომელიც მშენებლობის სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.

მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

გახარია ამბობს, რომ ეს სუბსიდირება მიმართულია 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისკენ.

“ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელთაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი. სრულად იქნება გარანტირებული, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს”,– განაცხადა გახარიამ.