ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეხმიანება მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ისვენებს რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო, რომელსაც კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს.
თურნავას თქმით, საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმება, ხოლო მისი ინფორმაციით, ლეშენკოს კანონი არ დაურღვევია.
“აქვს თუ არა დარღვეული კანონი, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას, მე როგორც ვიცი, ასე არ არის. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიაა, მივესალმებით ტურისტების ჩამოსვლას მსოფლიოდან, მათ შორის ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან, მათ შორის რუს ტურისტებსაც. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო აჟიტირება ესეთი თემის. თუკი არის კანონმდებლობასთან პრობლემა, მიმართეთ შესაბამის ორგანოს. ჩემი ინფორმაციით, კანონი არ დაუღვევია”,– თქვა თურნავამ.