“მიშას წერილებით სირბილი, თავის გადასარჩენად ჩვევად იქცა“–გიორგი ჩალაძე სააკაშვილის შარშანდელ წერილს აქვეყნებს

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  გიორგი ჩალაძე ფეისბუქზე წერილს აქვეყნებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან შარშან ამ დროს გამოგზავნა:

“მიშას წერილებით სირბილი, თავის გადასარჩენად ჩვევად რომ იქცა. აი წერილი გასული წლის 25 ნოემბრის.

რაც წერია, ის რომ არ გაკეთდა ვინ არის პასუხისმგებელი?

საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.“–წერს ჩალაძე.

სააკაშვილის წერილში  კი წერია:

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი, ამავე დროს ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციოალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო–ეროვნული აქცია დეკემბერში.

29–ში ჩანიშნულ “სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად.“