ოთხშაბათი, 8 მაისი , 2024, 18:26

მიშისტების ერთი კატეგორია, აგრესიას ავრცელებს, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი – გვარამია

”არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს “მიშას ინტერესებით” ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი.”

წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე.