მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომლითაც 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება – გახარია

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომლითაც 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება.

პრემიერის თქმით, ახალი ეტაპი 5 მუნიციპალიტეტს შეეხება.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს,“-განაცხადა გახარიამ.