ისლანდია მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს

ისლანდიამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობა შეაჩეროს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საელჩოს საქმიანობის შეჩერება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

“ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა, რადგანაც ისლანდიას აქვს მდიდარი ურთიერთობები რუსეთის ხალხთან 1944 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, არსებული ვითარება უბრალოდ არ აძლევს საშუალებას ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში”, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.