მოსმენებს გავლენა ექნება EU-სა და საქართველოს ურთიერთობებზე – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას თქმით, დიპლომატების ფარული მოსმენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე აისახება.

“რაც შეეხება დიპლომატების ფარულ მოსმენებს, ამას რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა. იმედია, მოკვლევა ჩატარდება”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ თბილისის საერთაშორისო აერპორტში.

ევროპარლამენტარები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან, უკვე საქართველოში არიან.